|
2018-10-08 19:18:37, 1216 ნახვა
კომენტარი
გვარამია: შეხედეთ პარლამენტის თავჯდომარეს და მითხარით, ვინ არის ფაშისტი ჩვენ ორს შორის
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა. ნიკა გვარიამიას თქმით, მთავარი ინსტიტუციის ხელმძღვანელის მიერ, მოქალაქის სტატუსებზე ბრიფინგის ჩატარება სახელმწიფოს დეგრადირებას ნიშნავს. „ბრიფინგის ღირსად არ მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომ კომენტარით შემოვიფარგლები. რას მოვესწარით, სადამდე დეგრადირდა ქართული სახელმწიფო, მისი მთავარი ინსტიტუციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე, მეორე პირი სახელმწიფოსი საგანგებო ბრიფინგებს უძღვნის ნიკა გვარამიას, მოქალაქის სტატუსებს. ამ ქვეყანას მეტი პრობლემა არ აქვს ჩემი სტატუსების გარდა? ამ ქვეყანაში არ იტაცებენ ადამიანებს, ამ ქვეყანაში არ ჩაჰყავთ სარდაფებში ადამიანები, ეს ქვეყანა არ არის ოკუპირებული, ამ ქვეყანაში არ შიმშილობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამ ქვეყანაში არ არის უზარმაზარი დაუსაქმებელი ადამიანების მასა? არ მესმის უბრალოდ. მთავარი არის ის, რომ ჯერ შეხედეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, მერე შემომხედეთ მე, მოუსმინეთ მას და მომისმინეთ მე - ვინ არის ფაშისტი ჩვენ ორს შორის, მე მგონი კითხვის ნიშნები არ დაგრჩებათ“, - განაცხადა გვარამიამ. „რუსთავი 2-ის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კობახიძის მთავარი სათქმელი იყო პარტიის შიდა კველევების გასაჯაროვება, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. გვარამიას განმარტებით, კვლევების გამოქვეყნებას აქვს თავის წესები და პარლამენტის თავჯდომარემ რამდენიმე კანონი დაარღვია. „მთავარი, რაც უნდოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ეთქვა, რომ მისი შიდა კვლევებით იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი. მინდა შევახსენო ყველას, განსაკუთრებით მოვუწოდო ცესკო-ს და მარეგურლირებელ კომისიას, რომ ეს არის დაღვევა „ქართული ოცნების" მხრიდან, იმიტომ რომ კვლევების გამოქვეყნებას აქვს თავის წესი, ასე უბრალოდ ვიღაც იგებs და ვიღაც აგებს, ამის ასე თქმა არ შეიძლება. უნდა გამოქვეყნდეს კვლევები სათანადო წესით და ეს უნდა შემოწმდეს მარეგულირებელი კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ასე რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფერთან ერთად დაარღვია რამდენიმე კანონი და ძალიან ბევრი მოიტყუა. პირველ რიგში, არცერთი კვლევით სალომე ზურაბიშვილი არ იმარჯვებს, მათ შორის არც შიდა კვლევებით. ჩვენ ამ კვლევების შედეგებიც გვაქვს, სალომე ზურაბიშვილი მეორე ან მესამე ადგილზეა ნებისმიერი კვლევით, ისინი იბრძვიან, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში რამენაირად გადაათრიონ. რაც შეეხება ფაშიზმს, როგორ ამბობს სალომე ზურაბიშვილი? – თუ არ ვცდები, 2 და 2 ოთხიო - ასე თქვა. ომი რუსეთმა დაიწყო არის ფაშიზმი, ისევე როგორც 2 და 2 ვეთანხმები ამ შემთხვევაში ზურაბიშვილს, არის 4. ამიტომ ღალატი, რუსული ფაშიზმი ჩემთვის არის ერთი და იგივე, სალომე ზურაბიშვილი თავისი გამოხტომებით, ქცევით, განცხადებებით არის მოღალატეც და მისი განცხადებებიც ატარებს ფაშისტურ ელემენტებს. ნახეთ როგორ ექცევა ის ჟურნალისტებს. ასე რომ, ჩემთვის ეს არის ორი და ორი ოთხი და მე ვარ მოქალაქე ამ ქვეყნის, ამ ქვეყნის პატრიოტი და დიახ ბევრჯერ გავიმეორებ, სადამდეც საჭიროდ ჩავთვლი, სტატუსის ფორმით იქნება თუ განცხადების ფორმით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის მოღალატე. მისი განცხადებები ამას ცხადყოფს. მე ვმსჯელობ ადამიანის განცხადებებით და ეს განცხადებები არის მოღალატეობრივი, ამ მოღალატეობრივი განცხადებების ავტორის გვერდით დგომა მიმაჩნია დახმარებად ღალატში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ქალის გაპრეზიდენტება, იმიტომ რომ ის არის პუტინის პროექტი, ის არის მოღალატე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)