01:01 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 17:38:05, 1482 ნახვა

კომენტარი
იზორია - დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვის სამინისტრო აშშ-სთან ერთად, ყველაფერს აკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის თქმით, დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რაც გამოიხატება დიდძალი ფინანსური რესურსის გამოყოფით და ამ ფონზე თავდაცვის სამინისტრო პირნათლად ასრულებს მის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ლევან იზორიამ კონკრეტულად, დაშავებული ვახტანგ დოლიძის ბრალდებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კითხვები 2013 წელს უკავშირდება, თუკი ვახტანგ დოლიძეს გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები მას შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს, თუმცა თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე გადაცდომა და უწყება პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

დღესვე, მინისტრმა ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმური წვრთნის დროს გარდაცვლილი კაპრალის, გია ჩაჩუას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით უბედური შემთხვევიდან უმოკლეს პერიოდში განკარგულება გამოიცა, რის საფუძველზეც დაღუპული კაპრალის ოჯახს 8500 ლარის ჩაერიცხა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ასევე მისი უშუალო გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ხარჯებით განმეორებით ექსპერტიზას უზრუნველყოფს, რათა არ არსებობდეს რაიმე დამატებითი შეკითხვა.

ამასთან, ლევან იზორიას თქმით, თითოეული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის პრობლემას თავდაცვის უწყება ყურადღებით და სრულფასოვნად განიხილავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics