2018-10-08 17:12:02, 1877 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6184 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.6186 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა ხვალ, 3.0033 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0117 ლარს შეადგენას. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0084 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,