|
2018-10-08 15:32:28, 983 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია - აშშ-სგან მნიშვნელოვან შეიარაღებას შევიძენთ
„ჩვენ შევიძინეთ და კვლავაც შევიძენთ მნიშვნელოვან შეიარაღებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ბრიუსელში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფართო სპექტრი დაიგეგმა. „მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო ჩემს ვიზიტს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში. ეს იყო ისტორიული ვიზიტი, სადაც კიდევ ერთხელ გაცხადდა ნათლად, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ წლებშიც იქნება მზარდი დინამიკის, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან, ასევე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მქონდა შესაძლებლობა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი მქონოდა თავდაცვის მდივან მატისთან, რომელმაც ცალსახად მადლობა გადამიხადა იმ სამაგალითო რეფორმებისთვის, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა და აღნიშნა, რომ ის არის ნდობა, რაც ჩვენ ბოლო წლებში მოვიპოვეთ, არის სწორედ დამსახურება იმ პროგრესისა, რომელიც გვაქვს რეფორმების განხორციელების კუთხით. სწორედ ამ ნდობის შედეგად შევიძინეთ და კვლავაც შევიძენთ მნიშვნელოვან შეიარაღებას აშშ-სგან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა არის მართლაც შთამბეჭდავი, რაც გამოიხატება შესაბამის სწავლებებში, უპრეცედენტო, დიდ ფინანსურ მხარდაჭერაში, რაც მომავალში, როგორც აღვნიშნე უფრო მზარდი დინამიკის იქნება. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ასევე შევხვდით ნატო-ს გენერალურ მდივანს და რა საკვირველია, მნიშვნელოვანი ფორმატი შედგა ნატო-საქართველოს კომისიის სახით, სადაც ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან ცალსახად დაფიქსირდა ის პროგრესი, რაც გვაქვს როგორც ზოგადად ქვეყანას დემოკრატიული განვითარების, ასევე თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით. დავგეგმეთ მომავალი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ჩვენ წინადადებით წარვსდექით, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობამ უნდა მიიღოს უფრო ფართო ფორმატი, რაც იქნება მეტი ნატო-ს ყოფნა და მეტი ნატო-ს უზრუნველყოფა საქართველოში. ეს კონკრეტულად გამოიხატა ჩვენი მხრიდან ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივაში. ეს ინიციატივა ძალიან დადებითად იქნა მიღებული და ჩვენ მომავალ თვეებს სწორედ ამ ინიციატივის უფრო კონკრეტული სახით ჩამოყალიბებას დავუთმობთ. ასევე, განსაკუთრებულად შევეხეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში უპრეცედენტო სწავლებებს, რომელიც 2019 წლის მარტში ჩატარდება და იქნება კიდევ ერთხელ მკაფიო დასტური იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. ეს არის მართლაც მისალოცი ფაქტი და წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც უფრო მეტი დინამიკით, ინტენსივობით და მოტივაციით მივცემთ უფრო მეტ ძალისხმევას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)