13:51 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 16:10:31, 329 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაქრაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს

შეხვედრის თემა იქნება  - „საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში".

შეხვედრა 10 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები იქნება: საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პირობები და მასთან დაკავშირებული საკითხები; ევროპასტან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები; NATO და რიგის სამიტი.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მისთვის საინტერესო თემაზე დაუსვას ბატონ დავითს კითხვები და მიიღოს მათზე ამომწურავი პასუხი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics