|
2018-10-06 11:04:04, 1292 ნახვა
რეგიონი
ლაბორატორიის სპეციალისტებმა ჭიათურაში ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე სემინარი გამართეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები ქალაქ ჭიათურაში, იმერეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს. ფუტკრისა და თევზის დაავდადებებზე დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობა აძლევს ფერმერს, ანალიზის შედეგების საფუძველზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად. ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი, ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის. ლაბორატორიის ვეტერინარმა სპეციალისტმა, გაგა ოსიაშვილმა დაინტერესებულ პირებს დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ, იმისათვის რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა. ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება მიზნობრივი ჯგუფისათვის. აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება. ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან. მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიის ჯგუფმა გამოსცა ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე საცნობარო ლიტერატურა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაეცათ. შეხვედრები ფერმერებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)