00:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 10:48:21, 1788 ნახვა

კომენტარი
თამარ სხირტლაძე: ზურაბიშვილი არასოდეს ენას არავის უჩლიქავს, არასოდეს იტყუება და ცრუ დაპირებებს არ იძლევა

„სალომე არის ძალიან პირდაპირი, არასოდეს ენას არავის უჩლიქავს, არასოდეს იტყუება, ცრუ დაპირებებს არ იძლევა, ვიცნობ მე მას. მე ადრე ვთქვი რომ სალომემ თუ რამე დაისახა მიზნად, ხმალამოღებული წავა წინ-მეთქი“, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო არტისტმა, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობმა თამარ სხირტლაძემ განაცხადა.
 
კითხვაზე, გასარიყია თუ არა ყველა ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, მსახიობი ამბობს, რომ საკითხის ასე ფორმულირება მინიმუმ შეურაცხმყოფელია.
 
„ძალიან ვღიზიანდები, როდესაც მას შეურაცხყოფას აყენებენ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს?! ადამიანი ვერ იტყვის რომ ჩემს ცხოვრებაში მე რაღაც ცუდი ჩავიდინე და გასარიყი ვარ, ვარ მე გასარიყი ამ საზოგადოებიდან? როგორ შეიძლება ამის თქმა, მაშინ ეს დარბაზი აქ ვინც იყო გარიყონ ყველა“, - განაცხადა თამარ სხირტლაძემ რუსთაველის თაეტრში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა.
 
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. როგორც ნიკა გვარამია წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”. ამასთან, მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი “მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია”.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics