|
2018-10-06 00:16:47, 2954 ნახვა
პოლიტიკა
ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის წარმომადგენლებს ერთიანი საქართველოს რუკა საჩუქრად გადასცა
,,ჩვენ გვქონდა საჭადრაკო ოლიმპიადის ძალიან ეფექტური გახსნა და გასული 2 კვირის განმავლობაში ბათუმში იყო საჭადრაკო ზეიმი. ეს ღინისძიება მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ის ხაზს უსვამდა ჩვენი ქალაქის, როგორც საერთაშორისო ქალაქის მნიშვნელობას. ჩემმა წინა გამომსვლელმა სწორად აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან უყვართ სტუმრები. საქართველო არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა და ძალიან კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის როგორც წესი, ისე სტუმრის პატივისცემა. თუმცა, ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამიტომ, მე მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რათა ასეთი უხერხულობა მომავალში თავიდან იქნას არიდებული - ეს არის საქართველოს რუკა და ისტორია," - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე და ერთიანი საქართველოს რუკა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს გადასცა. თორნიკე რიჟვაძე ამ სიტყვებით 3 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ყრილობის მონაწილეებს მსოფლიო რუკა დაურიგეს, რომელზეც საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების გარეშე იყო დატანილი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გასაშლელი რუკა რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკის დელეგაციის მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში აღმოჩნდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)