|
2018-10-05 18:57:02, 2021 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება უფრო ეფექტიანი თავისუფალი ეკონომიკური სივრცე სუამ-ის ფარგლებში
ჩვენ გვჭირდება უფრო ეფექტიანი თავისუფალი ეკონომიკური სივრცე სუამ-ის ფარგლებში და, რასაკვირველია, უფრო ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სუამ-ის მომავალთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სუამ-ის სივრცეში არსებულ ძალიან დიდ ეკონომიკურ პოტენციალს და აღნიშნა, რომ მხარეებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ, რათა უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ეკონომიკური თანამშრომლობა. "ამჟამად ჩვენ წარმატებით ვავითარებთ ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამავე დროს, ჩვენი შეფასებით, ჩვენ ვიყენებთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მხოლოდ 50%-ს. ასე რომ, გაუმჯობესება შესაძლებელია. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ სხვა განზომილებების მოსინჯვასაც, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობა. დღის წესრიგი საკმაოდ ყოვლისმომცველია. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, რომლებიც დაგვეხმარება ყველა მატერიალური თუ არამატერიალური დაბრკოლების გადალახვაში, რომლებიც არსებობს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაში, რათა გავააქტიუროთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და ვაჭრობა სუამ-ის სივრცის ფარგლებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)