|
2018-10-05 16:36:01, 2697 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ვენაში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა გაიმართება
დღეს მთელი საქართველოს ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს ალბერტინას მუზეუმი უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ქართველი გენიალური მხატვრის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებს გარეთ, კიდევ უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. “NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds” - ამ სახელწოდების ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას ვენის ალბერტინას მუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“. ვენაში,ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით “Table Of Pirosmani”, რომელიც, სწორედ, მხატვრის ხსოვნას ეძღვნება. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გალერეა, ვენის ალბერტინას მუზეუმი, 3 თვის განმავლობაში უმასპინძლებს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
(R)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)