|
2018-10-05 14:35:09, 2484 ნახვა
ეკონომიკა
ტექინსპექტირების რეფორმის საინფორმაციო კამპანიაში კერძო სექტორი ჩაერთო
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საინფორმაციო კამპანიაში კერძო სექტორი ჩაერთო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და 6 კომპანიის - ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას", შპს. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის", შპს. „სან პეტროლიუმ ჯორჯიას", შპს. „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას", სს „გუდვილის" და ს.ს. „ნიკორა ტრეიდის" წარმომადგენლებმა მოაწერეს. საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა 2018 წლის 1 იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმდინარეობს რეფორმის მე-3 ეტაპი, რომლის მიხედვით ტექინსპექტირებას ექვემდებარება ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ძრავის მოცულობა 3000 კუბურ სანტიმეტრი ან ან მეტია. 2019 წლის პირველი იანვრიდან ტექინსპექტირების გავლას დაექვემდებარება ყველა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება. რეფორმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია (ტელევიზია, რადიო, სოცქსელები), თუმცა, უფრო მეტი შედეგის მისაღწევად დაგეგმილია საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო აქციების ჩატარება, რომლის განხორციელების პროცესშიც კერძო სექტორი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩაერთვება. მემორანდუმი ღიაა და ტექინსპექტირების რეფორმის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა სხვა კომპანიებსაც ექნებათ. როგორც მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის ფარგლებში საზოგადოებასთან დროული და სწორი კომუნიკაცია. „ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მზადყოფნა გამოთქვა, რეფორმის ფარგლებში ჩვენთან ითანამშრომლოს. ვფიქრობთ, რომ ბიზნესისა და საჯარო სექტორების თანამშრომლობით ჩვენ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს და რეფორმა იქნება წარმატებული," - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა. „მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდოს მაქსიმალურად ეფექტურად, რათა ის რეფორმას შეხვდეს მომზადებული. ის 6 კომპანია, რომელმაც დღეს ხელი მოაწერა მემორანდუმს, გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მათ სავაჭრო ქსელებში, მათ ობიექტებში ყველგან განთავსდეს ინფორმაცია ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ. ეს სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია" - განაცხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)