06:30 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 13:02:08, 2560 ნახვა

საზოგადოება
მოხალისე პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ

მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა მედიაციის სახლის მოხალისე მასწავლებლებს შეხვდა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელები გადასცა.

10 მოხალისე პედაგოგი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ რამდენიმე თვეა თანამშრომლობს. საგანმანათლებლო სასწავლო კურსები პროგრამა „ახალგაზრდული კლუბის“ ფარგლებში სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებით (მუსიკა, ფოტოხელოვნება) შეიქმნა. მუსიკალურ ბენდსა და ფოტოგრაფიის შემსწავლელ ჯგუფებს შესაბამისი განათლების მქონე მოხალისე პედაგოგები უძღვებიან. პროექტში 20-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო.  მასწავლებლებმა ბენეფიციარებს სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე დაკვრა და ფოტოხელოვნების დარგები შეასწავლეს. შეხვედრაზე იმ ვიდეორგოლების ჩვენებაც მოეწყო, რომლებიც პროექტის ფარგლებში დამზადდა.

თათია ხოჭოლავას თქმით, პროექტი მედიაციის სახლის ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, საპილოტე რეჟიმში შეიქმნა. „10 მოხალისე პედაგოგი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ჩაერთო არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერასა და განხორციელებაში. ბენეფიციარებმა, მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტში შემოქმედებითი ჩართულობით, მეტი დრო დაუთმეს მათთვის საინტერესო და სასარგებლო საქმიანობას“, განაცხადა თათია ხოჭოლავამ.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics