|
2018-10-05 12:23:08, 1753 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე - რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის მიზანია, ცენტრს ჩრდილი მიაყენოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსულ მედიაში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, მსგავსი ტიპის დეზინფორმაციების მიზანია საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას ჩრდილი მიაყენოს. მანვე დასძინა, რომ ყველანაირი ეჭვის გასაფანტად, ცენტრში მრავალი მედია ტური მოეწყო, რომელშიც მათ შორის რუსმა ჟურნალისტებმაც მიიღეს მონაწილეობდა. "უკანასკნელ რამდენიმე კვირაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც მხარი აუბეს რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება. ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საერთშორისო წესებით საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ამასთან, BSL-3 სივრცეში დაშვება აქვთ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს. ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა-წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში", - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძემ კატეგორიულად უარყო ადამიანებთან დაკავშირებული ექსპერიმეტები. მისივე თქმით, კვლევით ცენტრის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა და აღსანიშნავია, რომ ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიაში წვდომა მხოლო ქართველ მკვლევარებს აქვთ. მისივე თქმით, რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო გაერო-ის კონვენციის შესაბამისობის საერთაშორისო სავარჯიშოს მოცემულ ობიექტზე მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს უმასპინძლებს. „აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბიო-ექსპერტები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, სამწუხაროდ, მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე. რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირების გამჭვირვალობის ნათელ დასტურს წარმოადგენს რუსი ჟურნალისტებისა და ბიოექსპერტების ხშირი ვიზიტები, რის ფარგლებში მათ საშუალება მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ კვლევების შინაარსობრივ ნაწილსა და ცენტრის საქმიანობას. მათ შორის ჯანმოს ღონისძიებების ფარგლებში, რომლის დროსაც რუსი ექსპერტები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც ატარებდნენ ლაბორატორიაში", - განაცხადა გამყრელიძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)