21:56 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 12:05:31, 2418 ნახვა

სამართალი
„სამშენებლო კომპანიამ სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაზარდა და ქონებას დაეუფლა“ - დაკავებულია 3 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა წალკის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ჩატარებულ პროექტებში ხელოვნურად გაზარდა მაჩვენებლები და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებას დაეუფლა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა, 2016-2017 წლებში, წალკის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ორი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მან დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა სამუშაოების პროცესში გამოყენებული მასალის პარამეტრები, ხარისხის მაჩვენებლები და შესრულებული სამუშაოების მოცულობა. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულში მხილებული პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონებას", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო კერძო აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულებების ექსპერტებმა შეამოწმეს, რომლებმაც ისე გასცეს დადებითი დასკვნა, რომ ბრალდებულის მიერ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს არ შეადარეს.

საგამოძიებო სამსახურში კომპანიის სახელმწოდებას ამ ეტაპზე არ ასახელებენ. თუმცა განმარტავენ, რომ ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე პასუხისგებაში სამი პირი მისცეს, მათ შორის ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია, ორი კი ექსპერტი, ვისაც შესრულებული სამუშაოები უნდა შეესწავლა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics