|
2018-10-05 11:11:46, 617 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა აქვს
ქობულეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს. ადმინისტრაციული ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად გახსნა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. თანამშრომლებისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახებია გამოყოფილი. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე კი, ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური ტერიტორიაა მოწყობილი. ამ დრომდე, ცენტრის პერსონალი ერთ-ერთ კერძო შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ იყო უზრუნველყოფილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ამ დრომდე, ახალი შენობები გადაეცა ფოთის, ბორჯომისა და ხონის რაიონულ სამსახურებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)