|
2018-10-05 10:22:02, 598 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: განუზომლად დიდია თქვენი როლი ქვეყნისა და რეგიონის წინსვლის საქმეში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის კულტურის სახლში შეკრებილ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ძალიან დიდია პედაგოგთა როლი ახალი თაობის სწორად აღზრდისა და ხარისხიანი განათლების მიღების საქმეში, რასაც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის მომავალი. „განუზომლად დიდია თქვენი როლი ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის წინსვლის, განვითარების საქმეში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მეტად საპასუხისმგებლო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის. გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს" - აღნიშნა მილოცვისას თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მილოცვისას ასევე ისაუბრა განათლების რეფორმაზე, რომელიც დაწყებულია საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით და სახელფასო პოლიტიკის მიმართულებით პედაგოგებისა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს. ქობულეთში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე პედაგოგებს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)