12:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 13:14:51, 444 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: რა მოხდა ისეთი, რომ ერთ თვეში EBRD-ის პოზიცია აღარ არის მნიშვნელოვანი საქართველოში

ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,    ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც საბანკო ზედამხედველობა და ეროვნული ბანკი გაყოფილია,  პროცესი მათი გაერთიანებისკენ მიდის და დაშვებული  შეცდომის  გამოსწორება ხდება.

ამის შესახებ აბაშიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, აბაშიშვილის მოსაზრებით, საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითი, საქართველოს რეალობისთვის  აბსოლუტურად არარელევანტურია.

"რაც შეეხება ევროპის ცენტრალურ ბანკს, მათ დოკუმენტებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი მხარს უჭერს  საბანკო ზედამხედველობის დარჩენას ზოგადად ეროვნული ბანკების შემადგენლობაში.როდესაც კანონპროექტის ავტორებს დასახელებული აქვთ მაგალითები, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გარკვეულწილად სხვადასხვა მოდელებია და ამ დროს ძირითადად დასახელებულია ევროპის ქვეყნები, ესეც ფაქტობრივი შეცდომა, რადგან ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულია, რომ  ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში არის ტენდენცია, როდესაც, იქ, სადაც საბანკო ზედამხედველობა და ეროვნული ბანკი  გაყოფილია, პროცესი მიდის გაერთიანებისკენ. შესაბამისად, ჩამოთვლილია მთელი რიგი ქვეყნების მაგალითი, მათ შორის ფინეთი, ავსტრია, ბელგია, ირლანდია, სადაც შეცდომა დაუშვეს ეროვნული  ბანკებიდან საბანკო ზედამხედველობის გაამოყოფასთან დაკავშირებით და შემდგომ მიდის პროცესი მისი უკან დაბრუნების. ამავდროულად, მთლიანობაში, არც ერთი ევროპული ქვეყნის მაგალითი, თუნდაც  იმ ქვეყნის მაგალითი, სადაც ამ წუთისთვის საბანკო ზედამხედველობა გამოყოფილია  მათი ქვეყნის ცენტრალური ბანკიდან, არ გამოდგება საქართველოს  მაგალითად გამომდინარე იქედან, რომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც საბანკო ზედამხედველობა გამოყოფილია, ძირითადად ის მაინც გარკვეულწილად დაკავშირებულია, ან პირდაპირ ექვემდებარება ევროპის ცენტრალურ ბანკს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობა გამოიყოფა, თავისთავად ცხადია, ვერანაირი ბმა  ამ წუთისთვის ევროპის ცენტრალურ ბანკთან ვერ გვექნება. ასე რომ, ყველა ის მაგალითი, ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაგალითი, რომელიც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მოყვანილი, აბსოლუტურად არარელევანტურია საქართველოს რეალობისთვის",-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით,  საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აზრი უნდა გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყანას დააზინებს.

"მინდა გამოვეხმაურო ასევე ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებს, რომელიც იქნა დაფიქსირებული, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლის აზიმ სადიკოვისა და  EBRD-ის- სამხრეთ კავკასია მოლდოვა ბელორუსი დირექტორის ბრუნო ბალვანერას მიერ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორები და მათი აზრების  გაუთვალისწინებლობა, უგულებელყოფა, ჯამში  ქვეყანას მნიშვნელოვნად დააზიანებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც ყველაზე  მნიშვნელოვანი კრიზისის დროს, ორმაგი კრიზისის  დროს, საქართველოს მრავალასეულმილიონიანი მყისიერი დახმარება გაუწია ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემას მდგრადობა შეენარჩუნებინა. შესაბამისად,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოსაზრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკი არის ორგანიზაცია, რომელსაც 2 მილიარზდე მეტი ინვესტიცია აქვს საქართველოში განხორციელებული. EBRD ზუსტად ის ორგანიზაციაა, რომელზეც რამოდენიმე ხნის წინ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მათი შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოში ახალი ეტაპი იყო ინვესტიციების მოზიდვისთვის. ნუთუ რა მოხდა ისეთი, რომ ერთ თვეში EBRD-ის პოზიცია აღარ არის მნიშვნელოვანი საქართველოში.ჩვენ მათ აზრს პატივი უნდა ვცეთ",-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გარდა ამისა,  კითხვაზე, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ სავაჭრო  ფონდმა  საქართველო დატოვოს, აბაშიშვილმა ასე უპასუხა:

"ყველა ტიპის რისკი შესაძლოა არსებობდეს ამ ორგანიზაციებიდან, ამ შემთხვევაში უფრო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან.  სადიკოვის განცხადებაში ნათელი მესიჯები  იყო გაჟღერებული, ძალიან ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მათ განცხადებებს, გამომდინარე იქედან, რომ რაიმე ფორმით მათთან ურთიერთობის გაპასიურება, მთლიანობაში, ქვეყანას მნიშვნელოვან ზარალს მოუტანს",-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics