03:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 11:54:13, 616 ნახვა

ეკონომიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი, ასოცირების დღის წესრიგთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უკვე ღიად გაჟღერებულ პოზიციებთან წინააღმდეგობაში მოდის.

„ეს ასევე წინააღმდეგობაში მოდის წამყვანი ბიზნეს ასოციაციების, კომერციული ბანკების, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოთქმულ მოსაზრებებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ აღნიშნულ პროცესში კვალიფიციური და პროფესიული დისკუსიის აუცილებლობას“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ცვლილებები, მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტების და ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

„მინდა მოვუწოდო პროექტის ავტორებს, ამ იდეის მხარდამჭერებს, უზრუნველყონ რეალური კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით. ამავდროულად, ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - EBRD-სა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკვე გამოთქმულ ინიციატივას აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროპის ცენტრალური ბანკიდან, ვინაიდან ამას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი გვავალდებულებს. ასოცირების დღის წესრიგში ნათლადაა აღნიშნული, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა უნდა გაძლიერდეს და არა შესუსტდეს. ასევე, საბანკო ზედამხედველობის შესახებ საუბრისას აღნიშნულია, რომ ცვლილებები ამ პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტიზით და ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics