|
2018-10-03 14:33:17, 1598 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ნატო ჩხეიძეს: პარლამენტი ყველაფერს იღონებს, რომ 50 მილიონი კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში
ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში. ჩხეიძემ ირაკლი კობახიძე სიცრუეში დაადანაშაულა. “მიხეილ ჯავახიშვილმა ერთხელ ბახჩო ქობულოვს უთხრა: - კალმის წვერზე მიზიხარო. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ეს კალმის წვერი თაბახის ფურცლებად იქცა და ახლა ყველამ ვიცით, ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი და რა არის ბახჩო ქობულოვი. უნდა მივმართო მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს: კალმის წვერზე მიზიხართ! ბატონი ირაკლი კობახიძე უნდა ვამხილო ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში. უნდა განვმარტო, რომ “ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, “იბერიას“ დაბრუნებაში და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. მის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. "პარლამენტი და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ 50 მილიონი, რომელიც არის თქვენი დავალიანება ხალხის მიმართ, კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში", - განაცხადა კობახიძემ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)