09:28 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 23:06:39, 1583 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოში ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება

„ჯერ კეთილი ინებონ ჩანაწერის ავტორებმა და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რაიმე ნიშანწყალი გამოიკვეთება და ამის რომ ეშინიათ, სავარაუდოდ, მაგიტომ ვერ აძლევენ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს“-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ჩანაწერებში უამრავი კომიკური ფაქტი იყო. 
“ორი კაცი როცა წერს რაღაცას ჯერ იმათგან უნდა გაარკვიო რამე ხდება თუ არა ამ შემთხვევაში. ჯერ გავიგოთ კაცო ოქუაშვილისგან და ყიფიანისგან რამე ხდება საერთოდ? 
არანაირი მტკიცებულების ნიშანიც კი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ზეწოლას ჰქონდა  ადგილი. ჯერ  კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა ვინც არიან ავტორები ამ ჩანაწერის, ეს არიან ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი. ჯერ კეთილი ინებონ და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს და თუ რაიმე ნიშანწყალი გამოიკვეთება და ამის რომ ეშინიათ სავარაუდოდ მაგიტომ ვერ აძლევენ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს.  უამრავი კომიკური ფაქტი იყო ამ ჩანაწერებში, მაგალითად ოქუაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ზაფხულში იყო გადაღებული და ეცვა იმსისქე დუბლიონკა, რომ ზაფხულში ნამდვილად ვერ ჩაიცვამ. უამრავი კომიკური ფაქტია ამ ყველაფერში. ჯერ პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რომ რაიმე შეხება აქვს თუ არა სერიოზულობასთან ამ ჩანაწერებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როგორც კი სერიოზულობის ნიშანი გამოიკვეთება, კონკრეტულ საქმეში მაშინვე იკითხება ყველა ფიგურანტი, მაგრამ, მისივე შეფასებით, დღეს ეს ნიშნები არ არის გამოკვეთილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება და ეს არის ცვლილება 2012 წლის შემდეგ. 
„ყველა საქმეში ასე ხდება  - როგორც კი სერიოზულობის ნიშანი გამოიკვეთება კონკრეტულ საქმეში მაშინვე იკითხება უკვე ყველა ფიგურანტი. მაგრამ, დღეს ეს ნიშნები არ არის გამოკვეთილი. თუ გამოიკვეთება და კეთილი ინებონ ოქუაშვილმა და ყიფიანმა მივიდნენ და აჩვენონ პროკურატუარას, სერიოზულობის პატარა ნიშანი მაინც აქვს ამ საქმეს. როგორც კი გამოიკვეთება მაშინვე შეიძლება ვისაუბროთ სხვა მოქმედებებზე. ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება საქართველოში. ეს არის ცვლილება 2012 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რომ სანდრო გირგვლიანი ამ ადამიანებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ისე მოკლეს, რომ ბოლომდე დააფარეს ხელი მკვლელებს. ეს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს. ყველა ადამიანი ექვემდებარება სამართალდამცავ სისტემას, ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად სტატუსისა და სხვადასხვა მდგომარეობებისა, დღეს ეს არის მთავარი მიღწევა. 2012 წლამდე იყო სხვა ვიტარება, კუდის დეპარტამენტის უფროს შეეძლო მოეკლა კაცი და მას არ ეხებოდა სამართალდამცავი სისტემა, ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics