23:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 19:20:25, 1207 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე: ზურაბიშვილი ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია

„სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით და ღირსებით გამორჩეული ადამიანია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრეზიდენტობის კანდიდატს ძალიან მაღალი მორალური სტანდარტი აქვს.

"იგი იდგა როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც იბრძოდა სამართლიანობისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მე, მეამაყება, რომ იგი დღეს ჩემი კოლეგაა. ერთადერთი, რაც მწყინს მისი საპრეზიდენტო კამპანიის პროცესში, არის ის, რომ ჩვენ დავკარგავთ ძალიან ღირსეულ კოლეგას პარლამენტში. ადამიანს, რომლის გადაწყვეტილებებს და შეფასებებს მე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამ და ჩემთვის მისი აზრი სულერთი არასდროს იქნება და ერთგვარი მორალური ტექსტია სალომე ზურაბიშვილი, როდესაც შენ ასე თუ ისე იქცევი, ის როგორ აფასებს შენს დამოკიდებულებას , რადგან ამ ადამიანს აქვს ძალიან მაღალი მორალური სტანდარტი და მისი ეს სტანდარტი მოდის მისი შთამომავლობით, მისი აღზრდით, მისი პიროვნული ღირსებებით. მე ნამდვილად მგონია, რომ აქ ასპინძაში ასეთ ღირსეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ასპინძა არის ის რაიონი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ისტორიულად დიდ ქართულ სახელმწიფოსთან“, - განნაცხადა ფოფხაძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics