|
2018-10-02 16:58:25, 1006 ნახვა
რეგიონი
შუახევმა საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზი“-ს უმასპინძლა
ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი" წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. “თოფუზი” რეგიონში 1-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. დღეს ფესტივალს შუახევი მასპინძლობდა. ღონისძიების პირველ ნაწილში მასტერკლასები და ვორქშოფები გაიმართა, სადაც ბავშვებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ანიმაციის წარმოების პროცესს და მიეღოთ მონაწილეობა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის შექმნაში. შემდეგ კი გაიმართა ქუჩის მსვლელობა - „ბარაბანშოუ“, სადაც ფესტივალის მსახიობებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა. ღონისძიება სხვადასხვა კატეგორიის ანიმაციური ფილმების ჩვენებით დასრულდა, მათ შორის ნაჩვენები იქნა ფესტივალ „ექო თოფუზის“ ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმებიც. წარმოდგენილი ფილმებიდან საუკეთესო საბავშვო ფილმი შუახევის ბავშვებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია, ხოლო ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური. მე-10 საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი" შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)