16:23 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 13:24:36, 1204 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობის“ ღონისძიებები ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება

„თბილისობა 2018“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „თბილისობა 2018“-ის ფარგლებში, 6 და 7 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებებზე  ისაუბრა. 

კახა კალაძის განცხადებით, კულტურულ-გასართობი ღონისძიებები თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში გაიმართება. 

„ღონისძიებები, რომელიც „თბილისობა 2018“-ის აღსანიშნავად დედაქალაქში  6 და 7 ოქტომბერს გაიმართება, საკმაოდ დატვირთული იქნება. 6 ოქტომბერს ევროპის მოედანზე შედგება „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები ყველა იმ ეთნოსითა და ნიუანსით, რომელიც თბილისს ახასიათებს. სცენაზე მულტიკულტურული თბილისი გაცოცხლდება. „თბილისობის“ დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი იქნება „გვიდირიჟორე“. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, 7 ოქტომბერს, კონკას მიმდებარე სკვერში, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე კი, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი შედგება, რომელიც ასევე, რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. 

„კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე იდგება ყველა ის მომღერალი, რომელიც  სიმღერებს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს. ასევე, რიყის პარკში მოეწყობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვავილების ინსტალაცია, რომლის გარშემოც სხვადასხვა კულინარიული კუთხეები განთავსდება. საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საკმაოდ საინტერესო იქნება. ამიტომ, მივმართავ ყველას, ვისაც გაუხარდება, მოვიდეს, მოიყვანონ შვილები, შვილიშვილები და „თბილისობა“ ერთად ვიზეიმოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics