|
2018-10-02 13:03:39, 1098 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლების ნაწილი, ავტომობილის თეთრად გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებს
ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ლიცენზია მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ მიღებული და გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ავტომობილის თეთრად გადაღებვისა და ქიმიური წმენდისთვის ვაუჩერები გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, სანაცვლოდ კი, ტაქსის მძღოლებმა 2 წლის ვადით, საკუთარ ავტომობილზე კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ. „მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ პირველი ოქტომბრის მდგომარეობით. მუნიციპალიტეტს უკვე გაწეული აქვს 12 ათასამდე ნებართვა და ახლაც მიმდინარეობს ნებართვების გაცემა მსურველებზე. ამის პარალელურად, თქვით, რომ 1 ოქტომბრიდან თბილისში უნდა მოძრაობდნენ რეგისტრირებული ტაქსები და კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისის განხორციელების მსურველებს, რომ ვინც არ არის დარეგისტრირებული, მათ ამ სერვისის გაწევისთვის გამოწერებათ ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. მინდა საპატრულო პოლიციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის პირველი ეტაპი ამ რეფორმის და ერთი წლის შემდეგ განხორციელდება მეორე ეტაპი, სადაც იქნება გაწერილი ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ამოქმედდება 2019 წლის პირველ ოქტომბერს. ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს და თქვენ იცით, რომ საკრებულოში ჩვენს მიერ ინიცირებულია თეთრი ფერი. ჩვენ კარგად გვესმის იმ ადამიანების, რომელთა ოჯახებისთვის ტაქსით მომსახურებით მიღებული შემოსავალი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რამოდენიმე მიმართულებით ლიცენზიის მქონე ტაქსის მღძოლებს ექნებათ ბენეფიტები. ისინი საშემოსვალოსგან გათავისუფლებული იქნებიან, მატ ექნებათ შესაძლებლობა საკუთარ ავტომობილზე რეკლამა განათავსონ და იქედან მიღებული თანხები იქნება მათი პირადი საკუთრება, ასევე ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე იქნება საპარკინგე ადგილები გამოყოფილი, რომელიც მათთვის იქნება უფასო და ტაქსის მანათობელიც უფასოდ გადაეცემათ. მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ მფლობელს, რომლის ტაქსიც რეგისტრირებულია, ანუ ლიცენზია მიღებული აქვს 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება [ავტომობილი უნდა იყოს 4-კარიანი და საჭე უნდა ჰქონდეს მარცხნივ], გადავცეთ ვაუჩერი, რომ მათ მოახდინონ ავტომობილების თეთრად გადაღებვა. მათ ეს არ დაუჯდებათ არც ერთი თეთრი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ტაქსის მფლობელების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ, ეფექტიან განხორციელებას. ეხლა ჰოლანდიის და თბილისის „შტაბკვარტირებმა“ ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები, თუ როგორია დედაქალაქის მერიის რეფორმა ტაქსებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მქონე ტაქსებს, გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ტაქსის მფლობელებს არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება არც ერთი ლარი. აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც 2 წლით რეკლამის სანაცვლოდ დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და ქიმიურ წმენდას ჩაატარებს. სამუშაოები განხორციელდება 2018-2019 წლებში და შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ჩვენ უკვე გვეყოფლება თეთრი ფერის ტაქსები, რომლებიც ყველა თვალსაზრისით იქნება მოწესრიგებული. ეს რეფორმა ემსახურება ამ სფეროს განვითარებას და მომხმარებლისთვის რაც შეიძლება უკეთესი მომსახურების მიწოდებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)