23:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 10:50:57, 1087 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი მერაბიშვილის მდგომარეობაზე - ოჯახს შეუძლია წყნარად იყოს, სიმსივნე არცერთ ორგანოზე არ ფიქსირდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. 

როგორც წულუკიანი განმარტავს, ყოფილი მინისტრს ყველა საჭირო გამოკვლევა მოთხოვნისთანავე უტარდება. მანვე დასძინა, რომ მერაბიშვილში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არ აქვს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ აგვისტოს პირველ დღეებში, როდესაც ბატონმა მერაბიშვილმა დააფიქსირა, რომ მას ჰქონდა გაძნელებული სუნთქვა და ა.შ., მას ყველა ტიპის კონსულტაცია დროულად ჩაუტარდა. ის სამედიცინო კლინიკაში რამდენჯერმე იყო გაყვანილი. საზოგადოებისგან ისმოდა კითხვა − ალბათ, მართლა რაღაც სჭირს და ცუდად არის, მძიმედ არის, აბა, ამდენჯერ რატომ გაჰყავთ... მე მინდა, კიდევ ერთხელ ავხსნა, რაც იყო სასჯელაღსრულების ყოფილი სამინისტროს მთავარი პრინციპი და ეს პრინციპი რჩება პრინციპად პენიტენციურ სამსახურში, რომ სამოქალაქო კლინიკებში გაყვანა, რომელიც წელიწადში არის ასეულობით, არ ნიშნავს იმას, რომ პატიმარი არის მძიმედ. ჩვენ არ ველოდებით, პატიმარი დამძიმდეს იმისათვის, რომ  გადავიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში. ამის ახსნა „ნაციონალური მოძრაობისათვის" არის მგლის თავზე სახარების კითხვა, რადგან მათ მომაკვდავი პატიმრები გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და ამას თავის დროზე დაერქვა „სიკვდილის ექსპორტი". ჩვენი მიდგომა ეს არ არის. საკმარისია, მერაბიშვილმა თუ სხვა პატიმარმა რამე აიტკიოს და პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალოს, რომ უკეთესი იქნება სამოქალაქო კლინიკა და არა ციხის საავადმყოფო, კითხვის ნიშნის გარეშე ხდება გადაყვანა. მე ცოტა შეწუხებული ვარ იმით, რომ ადვოკატები ისეთ საჯარო ინფორმაციას ავრცელებენ, რომ შეიძლება, თუკი ისინი სწორ კომუნიკაციას არ ახორციელებენ ოჯახთან, ოჯახმა იფიქროს, რომ მის პატიმარს აქვს სერიოზული პრობლემები. მინდა, ვთქვა, რომ ვანო მერაბიშვილს არ აქვს სერიოზული პრობლემები. მე არ ვარ მედიკოსი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი იმას, რაც კომპეტენტურმა მედიკოსებმა თქვეს. ჰორნერის სინდრომს იწვევს ხანდახან სიმსივნე, ხანდახან ინფარქტი, ხანდახან ინსულტი, ხანდახან ინტოქსიკაცია და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ამ სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანის შემდეგ ვნახეთ, რომ არცერთ ორგანოზე არ ფიქსირდება სიმსივნე, თუნდაც, საწყის სტადიაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი და მე მინდა, ოჯახის წევრებს ჰქონდეთ სრული რწმენა იმისა, რომ ეს ასეა. მათთვის ხელმისაწვდომია ყველა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის შედეგი. ჩვენთვის უმთავრესია, რომ პატიმარს, ვინც უნდა იყოს ის − ამ შემთხვევაში არ არის საინტერესო გვარი და სახელი − ჰქონდეს რწმენა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოირიცხა, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები; ინფარქტი და ინსულტი ფაქტია, რომ სახეზე არ არის. ახლა რჩება ის, რასაც ამბობენ − შესაძლო ინტოქსიკაცია. ექიმები გვეუბნებიან, რომ გამორიცხულია ინტოქსიკაცია და არ გვაძლევენ რეკომენდაციას, გავაკეთოთ ტესტები. თუმცა, ჩემი რჩევა პენიტენციური სამსახურისათვის − და, რამდენადაც ვიცი, ისინი ამ რჩევას იზიარებენ − არის ის, რომ, თუკი პატიმარს აქვს მცირედი ეჭვიც კი, რატომაც არა, უახლოეს დროში გავაკეთოთ მორიგი გადაყვანა იმისათვის, რომ პატიმარი და ოჯახი იყოს წყნარად. ადვოკატის სიწყნარეზე ამ ეტაპზე არ ვმუშაობ, რადგან  ისეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რომ რეალობა რომ არ იცოდე, შეგეშინდება, რამე ხომ არ სჭირს შენს პატიმარს.  მე ვემხრობი იმას, რომ ყველაზე მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რატომ არა, თუკი ადვოკატებს აქვთ სურვილი, თვითონ გვითხრან, რომელ მეტალზე უნდათ შემოწმება და ავირჩიოთ და შევამოწმოთ", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა ვადამდე ადრე გათავისუფლებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს. 

"რაც შეეხება ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას, კანონი ამბობს, რომ, როდესაც უნდა დადგეს − და ამას კონსილიუმი სჭირდება − ლეტალური შედეგი, არსებობს სიკვდილისწინა მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ საბჭოს შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, არსებობს სხვა მექანიზმიც − არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ ზოგადი წესით გათავისუფლება. პატიმარმა უნდა მოითხოვოს; შემდეგ იხილავს საბჭო, რომელსაც არ ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს თანამშრომელი. საბჭოს ხელმძღვანელობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი და ის დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და კვალიფიციური  სპეციალისტებით. იქ პოლიტიკური ფაქტორი გამორიცხულია. წარმოდგენა არ მაქვს, საბჭომ რა შეიძლება იფიქროს. ამიტომ პასუხიც ვერ მექნება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics