21:45 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 09:34:40, 412 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს.

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს  განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება ვერ მოხდება, რადგან ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს.

„ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ  გარანტიები იმისა, რომ  ნაფიცი მსაჯულები  არამხოლოდ იკრიბებოდნენ და ხშირად ვერც იკრიბებოდნენ, არამედ თუკი მათ ხარვეზი ან შეცდომა  დაუშვეს, არსებობდეს  გასაჩივრების მექანიზმი პროფესიონალ მოსამართლესთან, რაც დღეს არ არსებობს.  ამ ძირეულ ცვლილებებზე მე უკვე ვმუშაობ, წარვსდგებით მთავრობის წინაშე სიახლეების პაკეტით, რომ   საზოგადოებისთვის გაუგებარი  შედეგები არ დგებოდეს სიცოცხლის უფლების საქმეებზე,  როგორც რამდენიმე დღის წინ დადგა“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics