|
2018-10-01 15:57:35, 2073 ნახვა
კომენტარი
„ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს“ - ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფესთან გააიგივა
"ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს. ჩემთვის ეს ქალბატონი არის უახლესი ისტორიის სიმბოლო", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფესაც შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება ქვეყნის ევროპელობას განასახიერებს. "ის პირველი ემიგრაციის წარმომადგენელია, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი, ქალბატონი, რომელიც ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიას ძალიან კარგად ეხმაურება. ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა, ამ მხრივ ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს დროს ვიხილავთ. ამით ჩვენ შევეხმიანებით შორეულ ისტორიას, უახლოეს ემიგრაციასაც პატივს მივაგებთ და ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან მმართველ გუნდს მაქსიმალური მობილიზაციისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „მოგიწოდებთ ყველას მაქსიმალური მობილიზაციისკენ, თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. ლომის წვლილი მის გამარჯვებაში მისი ისტორია და მოღვაწეობა იქნება, თუმცა ჩვენი დახმარებით და თანადგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)