14:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 12:01:07, 1142 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში

„ქართული ოცნება“ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში "- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის შეკრების შემდეგ “ქართული ოცნების” ოფისში განაცხადა.

კალაძის თქმით "ნაციონალური მოძრაობა"  ვეღარასდროს შეუქმნის საფრთხეს  ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ქართულ დემოკრატიას, ქართულ საზოგადოებას, ქართულ მედიას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ ფუნდამენტური წინსვლის მიუხედავად, რომელიც საქართველომ გასული 6 წლის განმავლობაში განიცადა, რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე: არ მინდა იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილები.
ჩვენი ამოცანაა განვავითაროთ ეკონომიკა და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, სრულად აღმოვფხვრათ სიღარიბე საქართველოში;  ჩვენი ამოცანაა ადამიანებს მივცეთ თვითრეალიზების უკეთესი შესაძლებლობები და ვიზრუნოთ საზოგადოების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებასა და გაძლიერებაზე; ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო განვამტკიცოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი;  გადავდგათ თანმიმდევრული ნაბიჯები, რათა, საბოლოოდ, დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალის მხარე, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები." -განაცხადა კახი კალაძემ დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics