2018-10-01 10:56:22, 1281 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [LIVE]
„ქართული ოცნების“ ოფისთან, მმართველი გუნდის შეხვედრის პარალელურად, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აპროტესტებენ და მას „მოღალატეს“ უწოდებენ. ასევე ისინი ბიძინა ივანიშვილს ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და აცხადებე, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე საზოგადოებაში არსებული კითხვებს ამომწურავი პასუხები უნდა გაეცეს.
აქციის მონაწილეები ოფისის შესასვლელთან მისვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ავტორი: ,