|
2018-10-01 10:23:15, 1571 ნახვა
სამხედრო
ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკვე საქართველოშია
დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება. ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია. ქართულ საზოგადოებას მათი ნახვის საშუალება პირველად დღეს, ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე მიეცემა, სადაც სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება. საავიაციო ბაზაზე ფრანგული კომპანიისგან Thales LAS SAS და MBDA-დან შესყიდული რადიოლოკაციური სადგურები, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრი და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები გამოიფინება. საზენიტო-სარაკეტო სისტემები მსოფლიოში ამ კლასის საშუალებებს შორის საუკეთესოა და მეტად ეფექტურია როგორც მხარდამჭერი ოპერაციებისათვის, ასევე მაღალი მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად. საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სამხედრო ავიაციის დღეს სხვა სიახლეებითაც ხვდება. ფრანგული ტექნიკის ექსპლუატაციის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში კადრების რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიქმნა ახალი შტატები და მოეწყო ტექნიკის მიღებისათვის საჭირო საწვრთნელ-სატესტო ბაზა. აშშ-ის მხარის დახმარებით კი, მიმდინარეობს ვერტმფრენების პარკის განახლება და მოდერნიზაცია. ვერტმფრენების პარკის განახლების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები ეყოლება, რომლებიც ეფექტიანად შეძლებენ არამარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებების შესრულებას, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩაერთვებიან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)