16:26 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 08:49:20, 1111 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექდათვალიერების მესამე ეტაპი იწყება

საქართველოში დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი იწყება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტექინსპექტირებას დაექვემდებარება ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვი) მიხედვით. მაგალითად: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება არის M1 (მსუბუქი) კატეგორიის, რომლის ძრავის მოცულობა შეადგენს 3000 კუბურ სანტიმეტრს ან მეტს და მისი რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/11/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2018 წლის 28 ნოემბრამდე (ამ ვადის გასვლის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება დაჯარიმებას ადმინისტრაციული წესით).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლებზეც ვრცელდება გრაფიკი) ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულოა რეგისტრაციის მომენტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისას წარსადგენია შემდეგი დოკუმენტები: სატ­რან­სპორ­ტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ტექინსპექტირებისას მოწმდება:

· სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია;
· სა­მუხ­რუ­ჭო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა;
· სა­ჭით მარ­თვის სის­ტე­მა;
· ხილ­ვა­დო­ბა;
· ფა­რე­ბი, შუ­ქამ­რეკ­ლე­ბი და ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა;
· ღერ­ძე­ბი, თვლე­ბი, სა­ბუ­რა­ვე­ბი და და­კი­დე­ბა;
· შასი და მისი შე­მად­გენ­ლე­ბი;
· სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი;
· გარემოზე უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა.

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (მფლობელს) შეუძლია, დამოუკიდებლად აირჩიოს ინსპექტირების ცენტრს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

„პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 1484. ცხელი ხაზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics