08:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-29 17:46:31, 1324 ნახვა

რეგიონი
ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები ხულოში აღინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც 29-30 სექტემბერს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

თორნიკე რიჟვაძე დაბა ხულოში შეკრებილ ადგილობრივებს მიესალმა და ქვეყნისა და რეგიონის მომავალი განვითარებისთვის ევროპული ღირებულებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, რასაც ადასტურებს დღეს აქ შეკრებილი ახალგაზრდობაც“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

დაბა ხულოში, ევროპის კულტურული დღეების კვირეულის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების საინფორმაციო კუთხე, სპორტული აქტივობები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics