08:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-29 13:42:12, 1331 ნახვა

რეგიონი
ხონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს

ხონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს.

ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ვანი-ხონის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჭიჭინაძესთან და ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად გახსნა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სევრცეა გათვალისწინებული. ამ დრომდე, ცენტრის 30-მდე თანამშრომელი ერთ ოთახში იყო განთავსებული.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ახალ შენობებში უკვე განთავსდა ფოთის და ბორჯომის რაიონული სამსახურები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics