08:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-29 12:29:18, 568 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპულიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ ექიმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისების თაობაზე მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, სახელმწიფო არ აპირებს გაასხვისოს რესპუბლიკური საავადმყოფო, აღნიშნული მიდგომა კი განპირობებულია ერთი მხრივ, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობით, მეორე მხრივ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ფასების ადეკვატურობას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ სახელმწიფო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ აპირებს გაასხვისოს რესპუბლიკური საავადმყოფო. ცენტრალურ დარგობრივ სამინისტროსთან ერთად, რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ძალიან მალე შეიქმნება მართვის ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ახლად აშენებული რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველ ეტაპზე - აღჭურვას, ხოლო შემდგომ უკვე მართვას და ამ კონკრეტულ პროცესში, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება დაცული ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან დასაფასებელი ნაწილის, ექიმების ინტერესი”, - აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სახელმწიფო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სტრატეგიაზე და ქ. ბათუმის რესპულიკური კლინიკური საავადმყოფო სამედიცინო საქმიანობას სწორედ ამ სტრატეგიის შესაბამისად გააგრძელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე უპასუხა ექიმების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას და მზადყოფნა გამოთქვა მათთან ხშირი შეხვედრებისა და კომუნიკაციის.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics