|
2018-09-28 18:44:22, 1540 ნახვა
საზოგადოება
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის არქივი საქართველოს გადმოეცა
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების აკაკი და კიტა ჩხენკელების საუკუნოვანი არქივი საზეიმოდ გადაეცა. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არქივში დაცული მასალა ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესწავლისთვის. „მოხარული ვარ, რომ დღეიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის, ხელმისაწვდომია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელისა და მისი ძმის, გამოჩენილი ქართველი ლინგვისტის კიტა ჩხენკელის არქივებში დაცული მასალები. ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ არქივის საქართველოსთვის გადმოცემა მოხდა წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს„- განაცხადა ზვიად გონაძემ. ზვიად გონაძემ მადლობა გადაუხადა ჩხენკელების არქივის მემკვიდრეებს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს, შვეიცარიაში საქართველოსთან მეგობრობის გაერთიანების პრეზიდენტს თომას ჰოიზერმანს და ქალბატონ და ბატონ კრაიერებს, რომლებმაც უზრუნველყვეს არქივის დიგიტალიზაცია და ორიგინალთან ერთად, თსუ-ს ბიბლიოთეკას ციფრული ვერსია გადასცეს. აღსანიშნავია, რომ უნიკალური არქივი, რომელშიც დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილი, დიპლომატიური მიმოწერა და ქართველ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები, აკაკი ჩხენკელმა, უმცროს ძმას - კიტას უანდერძა, რომელიც ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. კიტა ჩხენკელმა კი, თავის მხრივ, აღნიშნული მემკვიდრეობა ციურიხის უნივერსიტეტის თანამშრომელს ლეა ფლურის დაუტოვა. ფლურის გარდაცვალების შემდეგ არქივი გამომცემლობასთან ერთად მარიანა და ტომას კრაერების, ტომას ჰოიზერმანისა და მიხეილ სვიმონიშვილის მფლობელობაში გადავიდა.
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)