|
2018-09-28 16:47:32, 1036 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება
ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული ზონების მოწყობა გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი ჭყონდიდელის ქ. N20ა-ში, დევნილთა დასახლებაში განხორციელდა. აღნიშნულ მისამართზე კაუჩუკის მოედანზე ატრაქციონები დამონტაჟდა, ასევე, საბაღე სკამები და სანაგვე ურნები განთავსდა. საბავშვო გასართობი მოედნის გვერდით დასასვენებელი პავილიონიც მოეწყო. შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფო კილაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ამაშუკელმა დაათვალიერეს. „დევნილთა დასახლებაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა დავასრულეთ. მიმდებარე ტერიტორიაზე აქამდე მსგავსი ადგილი არასდროს ყოფილა. გასართობი მოედნით და დასასვენებელი პავილიონით გარშემო მდებარე რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლებიც ისარგებლებენ. წელს განსხვავებულ საბავშვო ატრაქციონებს ვაწყობთ, ყველა კონსტრუქცია ხისგან არის დამზადებული და მოედნები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია, რაც ძალიან კარგი ინიციატივაა“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, აღნიშნული მისამართის გარდა, მსგავსი პროექტი ზღვის უბნის მე-4 კვარტალში, N7 კორპუსის მიმდებარედ და ასევე, ბენდელიანის ქ. N12-ში განხორციელდა. ამ ეტაპზე სამუშაოები კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს - ქსნის ქ. N12-ში და ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, სადაც საბავშვო მოედნების მოწყობა ოქტომბერში დასრულდება.
(NS)
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)