|
2018-09-28 16:00:09, 957 ნახვა
საზოგადოება
„ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის გამწვანებას განახლებული ტექნიკით განაგრძობს
„ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის გამწვანებას და მწვანე ზონების მოვლა-პატრონობას განახლებული ტექნიკით განაგრძობს. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საზოგადოებას შპს „ეკოსერვის ჯგუფის" მიზნები და ამოცანები გააცნო და კომპანიის ახლადშეძენილი, თანამედროვე ტექნიკა დაათვალიერებინა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მომდევნო თვეებში განახლებული ტექნიკის რაოდენობა გაიზრდება და დასასვენებელ პარკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. „ეკოსერვისის“ სამსახურმა წარმოადგინა თავისი სამსახურის რებრენდინგი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამსახურის არსებობა, თითოეული ადამიანის საქმიანობა. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ქალაქში მწვანე სივრცეები იყოს მოწესრიგებული, ჩვენი ქალაქი იყოს კეთილმოწყობილი და ყველაზე ლამაზი. შესაბამისად, თითოეული ამ ადამიანის როლი, ფუნქცია, მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე არის წარმოდგენილი შესაბამისი ტექნიკა, ხელსაწყოები, რომლითაც მოუწევთ ამ ადამიანებს მუშაობა. მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ დამატებითი ტექნიკის შეძენა მოხდება, რომ კიდევ უფრო კომფორტული იყოს მუშაობა. ამ სამსახურის არსებობით, ქალაქში არის უამრავი მწვანე სივრცე. ჩვენ გვაქვს დიდი პარკები, რომლებიც არის მძიმე მდგომარეობაში, საჭიროა მათი რეაბილიტაცია და ახალის დამატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის, ვახტანგ ნოზაძის განმარტებით, განახლებული ტექნიკა დედაქალაქის გამწვანების ხარისხზე საგრძნობლად აისახება. „მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით შევქმენით საკმაოდ მძლავრი მატერიალური ბაზა. რაც თავისთავად აისახება ქალაქის მოვლის ხარისხზე, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ გაძლიერებას. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს დედაქალაქის ცენტრალური პარკების და ურბანული გამწვანებული ზონების მოწყობა, რაც ჩვენთვის დამატებითი გამოწვევაა და 2019 წლისთვის უნდა გავძლიერდეთ ისე, რომ ამ გამოწვევას მომზადებული შევხვდეთ“, - განაცხადა ვახტანგ ნოზაძემ. მერიის ცნობით, „ეკოსერვის ჯგუფის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შედგებოდა მოძველებული ტექნიკისგან, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ თბილისის ათ პარკს. კომპანიას არ მოეპოვებოდა ურბანული გამწვანებული ზონების მოვლისთვის საჭირო ტექნიკა. ამ ეტაპისთვის, „ეკოსერვის ჯგუფმა“ შეიძინა: • ამწეკალათა - 2 ერთეული; • თვითმცლელი; • მცირე ზომის კომბინირებული მიკროავტობუსი/თვითმცლელი - 4 ერთეული; • მიკროავტობუსი; • თანამშრომლებისთვის სპეცტანსაცმელი. „ეკოსერვის ჯგუფი“ აგრძელებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას და მომავალი წლისთვის აღიჭურვება ორი ერთეული წყალმზიდით, ერთი შესაწამლი სპეცავტომობილით, კუნძების ამომღები აგრეგატით და სხვა ტექნიკით. 2018 წლის ბოლოსთვის კი კომპანიის განკარგულებაში დამატებით იქნება: • 3 ერთეული ამწე-კალათა და 3 ერთეული თვითმცლელი • ბენზოცელი STIHL FS120 გერმანია 60 ერთეული • გაზონის საკრეჭი მანქანა ბორბლებზე Wiking MB650t ავსტრია 5 ერთეული • გაზონის საკრეჭი მანქანა ბორბლებზე Wiking MB443t ავსტრია 5 ერთეული • ბენზოსაკრეჭი (ბუჩქების) STIHL HS82T გერმანია 12 ერთეული • მებაღეობის ინსტრუმენტები • სხვადასხვა ხელსაწყოები „ეკოსერვის ჯგუფი“, თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტის თვეში დააარსა, რათა თვისობრივად გაუმჯობესდეს თბილისის გამწვანების მოვლა-პატრონობის ხარისხი. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა თბილისის პარკების, გამწვანებული ურბანული ზონების, შადრევნებისა და სასმელი წყლის სოკოების მოვლა-პატრონობა, თბილისის მაგისტრალურ ქუჩებზე არსებული მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირება და სანიტარული ჭრა თბილისსა და მის შემოგარენში.
(NS)
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)