|
2018-09-28 11:03:26, 2551 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მეოთხე შეხვედრა გამართა
„მთელი საქართველოს ბანკმა“ და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსმა“ ერთობლივ პროექტის „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მეოთხე შეხვედრა გამართეს, რომელიც ლიდერობისა და კომუნიკაციის თემატიკას მიეძღვნა. შეხვედრაზე ორგანიზაციულ ცვლილებებზე, ლიდერობის თავისებურებებზე და ახალი პროფესიის არჩევის საკითხებზე კომუნიკაციის ექსპერტმა საშა კაცმანმა ისაუბრა. ის ლიდერობისა და კომუნიკაციის სფეროში უკვე 20 წელია საქმიანობს და ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პროექტი განახორციელა. მან სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ორგანიზაციული ცვლილებები, ახალი პროფესიის არჩევის გადაწყვეტილება; ღირებულებები, რომლებიც გარკვეულ ცვლილებას ახლავს თან; ლიდერობის თავისებურებები − „როდესაც ხალხს სათავეში უდგას ადამიანი და არა სტრუქტურით / სტატუსით განსაზღვრული ძალაუფლება“. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოში მოქმედი ორმოცამდე ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერები, მათ შორის საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. “ბიზნეს კაფე” წარმოადგენს ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელთა არაფორმალურ შეხვედრების ციკლს, რომლის მიზანია ლიდერისა და წარმატებული ბიზნესმენის მიერ გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებისთვის.
(R)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)