|
2018-09-27 18:02:43, 688 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი პროექტების ციკლის მართვის ექსპერტს შეხვდა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ „eptisa”-ას პროექტების ციკლის მართვის ექსპერტ ენტონი ლითლისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის მოადგილე ომარ ტაკიძე და ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით დავითაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების ციკლის მართვის გასაუმჯობესებელი ტექნიკური დახმარება წარმოადგენდა. კერძოდ, ექსპერტი მუნიციპალიტეტს დაეხმარება ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების საკითხებში, მიაწვდის მნიშვნელოვან მითითებებს. ასევე წინა საპროექტო, ფინანსურ - ეკონომიკურ კვლევას, პროექტის ტექნიკურ სპეციფიკასა და პროექტის დიზაინის შეფასების კრიტერიუმებს. სამუშაო შეხვედრაზე მხარეები ურთიერთთანამშრომლობის ფორმატსა და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)