|
2018-09-27 15:23:04, 2702 ნახვა
კომენტარი
ზაალ ანჯაფარიძე - საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარი პრელუდიაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნები სავსებით ლოგიკურად განიხილება როგორც ერთგვარი პრელუდია ან ძალების მოსინჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, -ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია პრეზიდენტი იყოს ისეთი ფიგურა, რომელიც არ შექმნის დამატებით პოლიტიკურ პრობლემებს. იმოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით და დაკავებული იქნება მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებით. ხოლო ოპოზიციას, ვისაც გარკვეული შანსები აქვს, სურს პრეზიდენტის თანამდებობის დაუფლების შემდეგ დაიწყოს მისი მიზნების რეალიზება. პოლიტიკურ ველზე შეავიწროვოს მმართველი პარტია და შეეცადოს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება საპარლამენტო არჩევნებზეც განავრცოს. ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო ფონი დაძაბულია, საარჩევნო კამპანიის პროცესში მეტოქე სუბიექტების მიერ ერთმანეთზე მიტანილი საინფორმაციო თუ ფსიქოლოგიური შეტევებია, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სახელისუფლებო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვლის მიმართ, საერთაშორისო დამკვირვებლები წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებენ. „აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრუბელებელმა ახლახანს საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს სისტემის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. დადებითად ფასდება ცესკოს მუშაობაც, მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე რაც საჯარო სივრცეშია და ცესკოც აქტიურად ავრცელებს, ვფიქრობ, მზადყოფნა არის. რაც მთავარია, დანერგილია რიგი ახალი სერვისები ამომრჩევლისთვის. ნიშანდობლივია ისიც, რომ მცირდება ცესკოზე შეტანილი საჩივრების რაოდენობაც", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძე.
(NS)
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)