12:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 16:32:15, 538 ნახვა

პოლიტიკა
მინაშვილი: ივანიშვილის ხელისუფლებას მოსამართლეების დაშინების და მოსყიდვის რეალური ბერკეტები აქვს

საპარლამენტო უმცირესობაში ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის შემდგარი საიდუმლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი ირაკლი ალასანიას 2012 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდს ახსენებს.

„მინდა ბატონ ალასანიას შევახსენო, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, არჩევნების შემდეგ, მაშინ, როდესაც ის იყო უმრავლესობის წევრი, მთავარი სამიზნე ამ ხელისუფლების და ივანიშვილის სწორედ სასამართლო ხელისუფლება გახდა, როდესაც მაგალითად მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა რიტორიკას არ შეიცვლიდა, რიგები გაგრძელდებოდა პროკურატურის წინ, მაშინ როდესაც ხდებოდა მოსამართლეთა თანაშემწეების დაშანტაჟება, როდესაც იყო ორი ფაქტი, როდესაც ხდებოდა პროკურატურის მხრიდან მოსამართლეების შესახებ ინფორმაციის გაგება და არც ერთ ამ მოქმედებაზე გამოძიება არ დაწყებულა“, - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

მინაშვილის თქმით, ივანიშვილს და დღევანდელ ხელისუფლებას მოსამართლეების მოსყიდვის და დაშანტაჟების რეალური ბერკეტები გააჩნია.

"ყველაფერი ეს ერთიანობაში გამოხატავს იმას, რომ სწორედ ქართული ოცნების და ივანიშვილის ხელმძღვანელობით სურს და აქვს რეალური ბერკეტები მოსამართლეების, როგორც დაშინების, დაშანტაჟების, ასევე, მოსყიდვის", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, "თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით საიდუმლო გარიგება შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics