|
2018-09-27 13:17:24, 2679 ნახვა
ეკონომიკა
იცით როგორ გაჩნდა ლიმონათი დედამიწაზე ? - „ზედაზენმა“ ბავშვებისთვის ახალი პროექტი, „ზედაზენის“ ზღაპრები დაიწყო
„ზედაზენის ზღაპრების“ შექმნის იდეა როგორ გაჩნდა? და რას ემსახურება პროექტი? რა მიზანი გაქვთ? ნინო მიშელაძე (ლიმონათი ,,ზედაზენის’’ ბრენდ მენეჯერი): ლიმონათი ზედაზენი რამოდენიმე წელია აქტიურად გეგმავს და მხარს უჭერს ბავშვთა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებს. ყოველწლიური რეგიონალური კონცერტების, საბავშვო კონკურსების და თეატრთან კოლაბორაციის შემდეგ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტი შეგვეთავაზებინა ჩვენი ლოიალური მომხმარებლისთვის. პროექტი ემსახურება მეტი ქართულენოვანი მულტფილმის შექმნას, რომელშიც სიკეთეზე, მეგობრების გვერდში დგომაზე, მოხუცის დახმარებაზე და სხვა ღირებულებებსა და მნიშვნელოვან საკითხებზეა აქცენტები. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ საინტერესო თავგადასავალში ჩავრთოთ მომხმარებელი „ზედაზენის“ ლიმონათთან ერთად, მშობლებს შევთავაზოთ მისაღები კონტენტი მათი პატარებისთვის და რაც მთავარია გავამართლოთ მათი იმედები. რა კონცეფცია აქვს ზღაპრებს და სულ რამდენი ნაწილის გაშვებას გეგმავთ? ნინო მიშელაძე : „ზედაზენი“ ლიმონათის ზღაპრების კონცეფცია მთლიანად არის აგებული ლიმონათის ფერადი სამყაროს გმირებზე, რომლებიც დედამიწაზე ზე-განწყობის შესაქმნელად ჩამოვიდნენ. ელიტარული ქალბატონი ნაღები, ცელქ ტარხუნასთან, გულად მსხალთან და მეგობრებთან ერთად დედამიწაზე მოხუც ბებიას მძიმე ტვირთის აწევაში ეხმარებიან, ბიჭუნას ამოცანის ამოხსნის სწორ გზას ანახებენ, დაეხმარებიან გოგონას სიმორცხვის დაძლევაში და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ემატება ბაბილინას ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ხმა, რომელიც ერთიორად სასიამოვნოს ხდის მულტფილმის ყურების პროცესს ყველა თაობისთვის. ჯერჯერობით გამოსულია მხოლოდ 4 სერია და ყოველთვიურად ემატება თითო. პირველი სეზონი დასრულდება 6 სერიით. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის ჩართულობა და ინტერესი დიდია, ვფიქრობთ მეორე ნაწილის გამოშვებასაც. ვის ეკუთვნის შესრულება? ვინ არის სცენარის ავტორი და ტექნიკურად ვინ უზრუნველყოფს ანიმაციის შექმნას? კრეატიული შესრულება ეკუთვნის ამ სფეროში საუკეთესო სარეკლამო სააგენტო „მარშალს“. „მარშალი“ არის როგორც სცენარის ავტორი ასევე ტექნიკური შემსრულებელი. პროექტი: „ზედაზენი“ ლიმონათის ზღაპრები
(R)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)