|
2018-09-26 17:23:43, 2060 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს „ურჩი მინისტრების“ დასჯის მოთხოვნით მიმართა
საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ", პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მინისტრების მიერ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევის თაობაზე წერილით მიმართა. როგორც ფრაქციის განცხადებაშია ნათქვამი, დეპუტატებმა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე მინისტრი დაიბარეს, თუმცა ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადდნენ. "2018 წლის სექტემბრის თვეში, ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ", საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფრაქციის სხდომაზე დაიბარა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალიკიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. არცერთი დასახელებული პირი ფრაქციის სხდომაზე არ გამოცხადდა. "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრების მიერ მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის, არამედ მთლიანად პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციური უფლებების იგნორირება და მისი დაკნინების მცდელობაა. შესაბამისად, ფრაქციამ, ირაკლი კობახიძეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის უშუალო მოვალეობაა პარლამენტის ავტორიტეტის დაცვა და რეგლამენტის აღსრულება, მიმართა თხოვნით უზრუნველყოს ურჩი მინისტრების გამოცხადება ფრაქციის სხდომაზე. ამასთანავე, "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვსსაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 289-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ რეგლამენტის დარღვევას ეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მოხდეს რეგლამენტის დარღვევის აღნიშნული ფაქტების განხილვა და საკითხი სათანადო რეაგირების მიზნით გადაეცეს პარლამენტის ბიუროს", - აღნიშნულია განცხადებაში.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)