|
2018-09-26 16:47:38, 2067 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება საქართველოსა და მის მომავალს პოზიტიურად უყურებს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოქვეყნებული განახლებული „აზიის განვითარების შეფასების ანგარიშის" (Asia Development Outlook) მიხედვით, ბანკმა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-დან 4.9%-მდე, ხოლო 2019 წლის პროგნოზი 4.7%-დან 5.0%-მდე გააუმჯობესა. აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდით 2018 წლის პირველ ნახევარში და ინვესტიციების ზრდით, რაც ქვეყნის ბიზნეს გარემოს მიმართ კერძო სექტორისა და ინვესტორთა პოზიტიური განწყობის შედეგია. „ეს ანგარიში მიუთითებს იმ დადებით შეფასებაზე, რომელსაც ჩვენ გვაძლევს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და იმ პოზიტივზე, თუ როგორ უყურებს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება საქართველოსა და მის მომავალს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2019 წელს პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის თვალსაზრისით. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო მრეწველობის და მომსახურების სექტორში დაფიქსირებულმა მაღალმა ზრდამ. პოზიტიური ტენდენციები კვლავ გრძელდება ტურიზმის სექტორში. რაც შეეხება ეკონომიკის მოთხოვნის მხარეს, გაიზარდა სახელმწიფოს დანახარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გაუმჯობესდა კერძო ინვესტიციებისა და მოხმარების მაჩვენებლები. აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს საგადასახადო შეღავათები და დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნება.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)