|
2018-09-26 14:29:23, 1558 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
აშშ-ში, ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Tastingwork”-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას „Tastingwork”-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი უძღვებოდა. ქართული ღვინის პრეზენტაციას, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები იყო წარმოდგენილი, ღვინის ამერიკელი პროფესიონალები დაესწრნენ. ლიზა გრანიკის ინფორმაციით, ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ისინი მოუთმენლად ელიან შემდეგ ღონისძიებას, სადაც ქართული ღვინის ჯიშობრივი მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ იქნება წარმოდგენილი. ღვინის მაგისტრის შეფასებით, აღნიშნული დეგუსტაციები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას აშშ-ი, რომელიც გასულ წლებში გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 291 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ია. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Tastingwork”-ის ორგანიზებით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის ათეულობით პრეზენტაცია გაიმართა, საქართველოში კი ღვინის პროფესიონალების არაერთი ვიზიტი მოეწყო. ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წიგნს წერს. ღვინის პროფესიონალების ჯგუფთან ერთად, ღვინის მაგისტრი საქართველოს ოქტომბრის თვეში ეწვევა.
(NS)
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)