|
2018-09-25 18:26:24, 2555 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიურ სამიტს“ უმასპინძლა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ "პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიურ სამიტს“ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში პოლონეთიდან მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და სტარტაპები. ღონისძიებაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა პოლონეთში არსებული საინვესტიციო პოტენციალი, სტარტაპებისთვის პოლონეთში ხელმისაწვდომი პროგრამები და კერძო კაპიტალის მოზიდვის ხერხები. "დღეს საქართველო გლობალურ ბაზარზე ინოვაციების და სტარტაპების ქვეყნად იმკვიდრებს თავს. პოლონეთი საქართველოსათვის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს და დღევანდელი ტექნოლოგიური სამიტით ქართველ სტარტაპ ეკოსისტემას საშუალება ეძლევა, შევიდეს პოლონეთის ბაზარზე და ასევე ჩაერთოს იმ საინვესტიციო თუ სხვა პროგრამებში, რასაც პოლონეთი სთავაზობს ქართველ სტარტაპებს", - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,სტარტაპებსა და კორპორაციებს შორის თანამშრომლობა“. ღონისძიების ბოლოს კი ქართველი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციით პოლონელი ინვესტორების წინაშე წარსდგნენ. ღონისძიების მიზანია ორმხრივი გამოცდილების გაზიარება ინოვაციების ეკოსისტემის მიმართულებით და ქართველი სტარტაპების პოლონელ ინვესტორებთან დაკავშირება. პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიური სამიტის ორგანიზატორები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), Foundation for Technology Entrepreneurship (FPT) და Foundation Coalition for Polish Innovations (KPI).
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)