03:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 13:38:49, 508 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა

საწვავზე ფასები ზოგიერთ ქსელში კიდევ გაიზარდა.

"ლუკოილის" ქსელში საწვავის ფასები დღეს დილიდან 2-დან 5 თეთრამდე გაიზარდა. კომპანიაში საწვავის გაძვირებას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციითა და ლარის გაუფასურებით ხსნიან.

როგორც "ექსპრესნიუსს "ლუკოილის" დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, მსოფლიოში არსებული ფასების გათვალისწინებით, საქართველოში საწვავი მინიმალურადაა გაძვირებული.

„ორ კვირამდე, ერთ თვემდე რა ნიშნულიც იყო, ჩვენ პროდუქტებზე ადექვატური მატება არ მოგვიხდენია. როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, ეს ეტაპობრივი გაძვირებების მცოცავი პროცესია. მსოფლიო ბაზარზე ერთ ტონაზე ფასი 200 დოლარით არის მომატებული და 2015 წლის რეკორდულ მაჩვებელზე დგას. 680 დოლარის ფარგლებში ფასები იყო ერთი, ორი თვის წინაც, მაგრამ ჩვენ არ მოგვიხდენია მატება. ვამბობდით, რომ გარდამავალი ნაშთების წყალობით, რომელიც კომპანიას შედარებით იაფად ჰქონდა შეძენილი, არ მოხდებოდა ფასის ერთიანად ზრდა, მოხდებოდა ეტაპობრივად. ჩვენ მაქსიმალურად ნელა ვახდენთ რეაგირებას გაძვირების ტენდენციაზე. მსოფლიოში არსებული ფასების გათვალისწინებით, საწვავი მინიმალურად გავაძვირეთ და თუ დავთვლით შესაძლოა მეტიც იყოს მოსამატებელი“, - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

ამჟამად "ლუკოილში" საწვავზე ფასები ასეთია - ევრო სუპერი 2.19 ლარი ღირს, პრემიუმ ავანგარდი - 2.09 ლარი, ევრო რეგულარი - 1.93 ლარი და ევრო დიზელი - 2.07 ლარი. ბოლო ერთ კვირის განმავლობაში საწვავზე ფასები 3-დან 5 თეთრამდე კომპანია "გალფმაც" გაზარდა.

"გალფში" საწვავზე ფასები ასეთია - G-force Premium - 2.15 ლარი, G-force Euro Regular - 2.09 ლარი, Euro Regular - 1.99 ლარი, G-force Euro Diesel - 2.12 ლარი. Euro Diesel - 1.96 ლარი. ცნობისთვის, 3 ივნისის მდგომარეობით «PLATT”S»-ის მიხედვით ბენზინის საერთაშორისო ფასი 680.50 დოლარი/ტონაზე შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics