|
2018-09-25 13:09:56, 2289 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს
"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს. როგორც კახიძემ აღნიშნა, ევროსასამართლოს უკვე დადგენილი აქვს ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ის პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლითაც დადგინდა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. აღნიშნული დარღვევა ნიშნავს, რომ მერაბიშვილი პატიმრობაში ყავდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს არალეგიტიმური მიზნებით. ეს არის ყველაზე მძიმე დარღვევა ერთ-ერთი კონვენციის, რომელიც დგინდება ძალიან იშვიათად და არის ეგრედწოდებული პოლიტპატიმრების მუხლი. სხვადასხვა ხელისუფლებები ამ დარღვევას პასუხობენ პატიმრის გათავისუფლებით. სულ ახლახან განთავისუფლდა ილგარ მამადოვი, რომელიც ასევე იგივე მუხლით დადგინდა დარღვევა ევროკონვენციის, მანამდე განთავისუფლდა ჯაფაროვი, ტიმოშენკო-ლუცენკოს საქმეებშიც მე-18 მუხლი იყო დარღვეული და ერთადერთი პატიმარი, რომელზეც ეს მუხლი დადგენილია და პატიმრობაში კვლავ რჩება არის ვანო მერაბიშვილი. მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ჩასვა დღის წესრიგში მიმდინარე წლის დეკემბერს აღნიშნული საქმის წარმოება. მთავრობა ვერ აცნობიერებს ამ დარღვევის სიმძიმეს, ყველანაირად ცდილობს, რომ გააჭიანუროს ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვება", - განაცხადა კახიძემ.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)