|
2018-09-24 17:54:45, 1931 ნახვა
საზოგადოება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა დადებითად შეაფასა
2018 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების და შედეგების შესახებ ანგარიში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა დეტალურად ისაუბრა მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებზე და მოსავლის დაზიანების მიზეზებზე. აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და საკოორდინაციო შტაბის მუშაობა დადებითად შეაფასა. აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, სახელმწიფოს მიერ დამუშავებულია 625 ათასამდე ჰექტარი ფართობი. ჩატარებული ღონისძიებების შედეგია, რომ მავნებელი არ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო დასავლეთ საქართველოში მისი პოპულაცია, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია. ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ იქ სადაც სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, მოსახლეობა და ფერმერები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, დროულად გაატარეს აგროსამუშაოები, როგორც ფაროსანას, ასევე სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ, კარგი მოსავალი მიიღეს. საკომიტეტო განხილვაზე, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, შარშანდელთან შედარებით, წელს მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა და კვლავ ხორციელდება. შედეგად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესებულია. საკომიტეტო განხილვას, ფერმერები, სამეცნიერო წრეების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)