09:00 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 17:24:43, 1707 ნახვა

პოლიტიკა
პლენარულ სხდომები 3-5 ოქტომბერს გაგრძელდება

ბიუროს წევრებმა, 3-5 ოქტომბრის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტი მოისმენს კომიტეტების მიერ წარდგენილ წლიური საქმიანობის ანგარიშებს.

ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა განხილვაც მიმდინარე კვირიდან კომიტეტებში დაიწყება.

ბიურომ  განიხილა საორგანიზაციო საკითხებიც. მათ შორის კომიტეტების მიმართვა გარკვეული კანონპროექტების განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე.

სხდომის დასასრულს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ „ომეგა" ჯგუფთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერების გავრცელების თაობაზე გააკეთა განცხადება და საკითხთან მიმართებაში საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციით დაინტერესდა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი დაინტერესებულია საკითხის ობიექტური შესწავლით. 

„ფარულ ჩანაწერები ვისი სტილია, კარგად გვახსოვს. მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი,რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან" და ეს იწვევს, პარტიის დისკრედიტაციას. აქედანგამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი",- ასე გამოეხმაურა საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარის, გიორგი ლომიას „ომეგაჯგუფთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა საარჩევნო პროცესებს.

„ეს საარჩევნო კამპანია წარიმართება ძალიან მძიმედ, იმ სტილში, რა სტილიც ჩვენ გვახსოვს, განსაკუთრებით, 2012 წლიდან. რაცშეეხება ფარულ ჩანაწერებს, ესეც ვისი სტილია, კარგად გვახსოვს. მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი,რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან" და ეს იწვევს, რა თქმა უნდა პარტიის დისკრედიტაციას.აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი, და ყველაფერს მოეფინოს ნათელი.ვისი სტილიც არის, ეს ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესებს. კიდევ ერთხელ, ორ-ორი კაცი,გაუგებარია, რატომ, როგორ, ახსენებს „ქართულ ოცნებას", ახდენს დისკრედიტაციას, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენსინტერესებშია, რომ იმ ძალებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთ რაღაცეებს, გაეცეს პასუხი გამოძიების მხრიდან",- განაცხადაპარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics